გარანტია/დაბრუნების პირობები

მოვაჭრის დასახელება: ი/მ ლუკა სულავა

იურიდიული მისამართი: ფოთის ქუჩა 19

ელ-ფოსტა: kaizenecommerce777@gmail.com

ტელეფონის ნომერი: 599964110

მოვაჭრის ვალდებულებები

  • მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.
  • საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.
  • მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა მოვაჭრეს ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც მოვაჭრე დაეთანხმა.

კანონისმიერი გარანტია

  • თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან. 
  • საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. 
  • საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (შეცვლა – ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო სტანდარტული შეკეთება –  ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა. 
  • საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 
  • მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: 
  • საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია
  • მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა
  • მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის
  • მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 
  • მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა. 
  • მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
  • თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

შეკვეთის მიღება

  • მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია თანხის გადარიცხვით საბანკო ანგარიშზე
  • ასევე შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორება ნივთის მიღებისას.
  • მოვაჭრე, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან, არაუმეტეს ორი დღის განმავლობაში, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შეკვეთის დამუშავება. ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 5 დღეს. 
  • შეკვეთა დასრულებულად ითვლება ნივთის მომხმარებლისთვის ჩაბარებისთანავე.
  • მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.
  • მომხმარებელი ვალდებულია, შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი შემოწმება და ხელმოწერით დაადასტურის, რომ ნივთს არ აქვს ვიზუალური ნაკლი.
  • მოვაჭრე ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.

მიწოდების საფასური 

  • თბილისში მიწოდება: თუ შეკვეთის ჯამური ღირებულება შეადგენს 200 ლარს ან მეტს მიტანის სერვისი უფასოა. ასევე შეგიძლიათ, ისარგებლოთ ექსპრეს შეკვეთით, რომელიც გულისხმობს 17:00 საათამდე დაფიქსირებული შეკვეთის იმავე სამუშაო დღეს მიტანას, რომლის ღირებულებაა 8 ლარი.
  • რეგიონებში მიწოდება: ლოჯისტიკური სერვისი, რეგიონებში – არის უფასო.

🔁 დაბრუნების პოლიტიკა — სურვილი

მომხმარებლის ინფორმირება:
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს დაბრუნების პირობებს, რომლებიც შეესაბამება საქართველოს მომხმარებლის უფლებების შესახებ კანონმდებლობას და მიზნად ისახავს ორივე მხარის ინტერესების დაცვას.

✅ პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  1. პროდუქტი არ უნდა იყოს გამოყენებული — არ უნდა იყოს წყლით სავსე, გახსნილი, დაზიანებული ან მუშაობის კვალის მქონე. (როგორც არის 99% პროდუქტის)
  2. დაბრუნება უნდა განხორციელდეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში, საჩივრის დღიდან.
  3. მყიდველმა თავად უნდა უზრუნველყოს პროდუქტის დაბრუნება (ტრანსპორტირება ან გადმოცემა ჩვენს სერვისცენტრში).
  4. დაბრუნების დროს პროდუქტი უნდა იყოს სრული კომპლექტაციით და ორიგინალურ შეფუთვაში. (გეხებათ, მამაოებს 😉 , ყუთის გარეშე, ძალით დამაბრუნებინეთ თანხა, და ზარალში გამიყვანეთ!!!!

❌ დაბრუნება არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:

  • პროდუქტი გამოყენებულია ან მექანიკურად გახსნილია.
  • მყიდველმა გამოიყენა გამაგრილებელი იმ სივრცეში, რომელიც აღემატება რეკომენდებულ ფართობს (ამ მოდელისთვის მითითებულია:
    • MIK-14EX: რეკომენდებულია ოთახებისთვის 50მ²-მდე
    • MIK-08EX: რეკომენდებულია ოთახებისთვის 20-30მ²-მდე).
  • პროდუქტი დაბრუნებულია დაუზუსტებლად ან ნაწილობრივ კომპლექტაციით.
  • მყიდველის სუბიექტური შეფასება: “არ მაკმაყოფილებს”, “არ მაცივებს საკმარისად”, ან სხვა ინდივიდუალური არგუმენტები, რომლებიც არ უკავშირდება დეფექტს ან პროდუქტის სამუშაო მდგომარეობას.

📸 დამატებითი მოთხოვნა:

დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ:

  • პროდუქტის ვიდეო ჩანაწერი სრული მდგომარეობით
  • სივრცის ვიზუალური დადასტურება, რომელშიც გამოიყენეთ მოწყობილობა
  • პროდუქტის და მისი შეფუთვის ფოტოები

ℹ️ დამატებითი შენიშვნა:

პროდუქტის ეფექტურობა დამოკიდებულია სივრცის მოცულობაზე, ვენტილაციის პირობებზე და გამოყენების სწორ პირობებზე. ყველა მყიდველი წინასწარ იღებს ინფორმაციას პროდუქტის რეკომენდაციებზე და ტექნიკურ მახასიათებლებზე შეკვეთამდე.


სურვილი.ge აღიარებს მომხმარებლის უფლებებს და ამავდროულად იცავს საკუთარ ტექნიკურ და ლოგისტიკურ რესურსებს არასამართლიანი ბოროტად გამოყენებისგან.

P.S ხშირად, არასამართლიანად იყენებთ ამ კანონმდებლობას, რისი ბერკეტიც – იურიდიულად გაგვაჩნია, რომელსაც აუცილებლად სამართლებლივად ყოველთვის მოვაგვარებთ!

P.S მეტ-წილად, საქმე ეხება ხოლმე სისხლის სამართლის დანაშაულს, მომხმარებლის მხრიდან – რაც პირდაპირ არის თაღლითობა და ამაზე

SURVILI.GE თვალს არასდროს არ დახუჭავს!!!

📞 დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:
👉 www.fb.com/surviliGEO
📲 WhatsApp: დასაჭერად დააჭირეთ აქ

0
თქვენი კალათა